ბრიტანეთმა ევროკავშირისგან გამოყოფის საკითხზე ეკონომიკურ ბლოკთან საგნობრივი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დაიწყო. მხარეები აცხადებენ, რომ დროა სწრაფად იმოქმედონ.
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის საკითხში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა დევიდ დევისმა ოთხდღიანი სესიის დასაწყისში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახლა კარგი პროგრესი გვქონდეს.“
ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მიშელ ბარნიემ კი აღნიშნა, რომ „ახლა საკითხის შინაარსს ჩავუღრმავდებით. პროგრესის მისაღწევად ჩვენი პოზიციები უნდა გამოვიკვლიოთ და შევაჯეროთ.“
ოფიციალურმა პირებმა სხვა კომენტარებისგან თავი შეიკავეს. ევროკავშირის დესპანმა თქვა, რომ მედიას ინფორმაციას ხუთშაბათს მიაწვდიან.
Facebook Forum