ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელმა მინსკის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა


ბრიუსელმა მინსკის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ბრიუსელმა მინსკის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

დღეს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა, რითაც ბრიუსელი პრეზიდენტ ლუკაშენკოზე ზეწოლას ცდილობს, რათა ამ უკანასკნელმა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. სანქციების თანახმად, 192 კაციან სიას კიდევ 16 ადამიანი დაემატა. გადაწყვეტილების მიხედვით, ამ სიაში მყოფ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ასევე გაიყინება მათი ყველა ის ქონება რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარეობს. გასულ თვეს, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კომისარი ტომას ჰამერბერგი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს.

XS
SM
MD
LG