ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსტრადიციის მოთხოვნისთვის საფუძვლის შესაქმნელად, შვედეთმა ასანჟის დაპატიმრების სანქცია გასცა


ჯულიან ასანჟი, 2019 წლის 1 მაისი

შვედეთმა ორშაბათს ფორმალური მოთხოვნა გამოსცა ვებგვერდ „უიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დასაკავებლად, რომელიც ამჟამად ბრიტანეთშია დაკავებული

პროკურორმა ევა-მარი პერსონმა განაცხადა, რომ ასანჟის დაპატიმრების სანქცია პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ შვედეთის მთავრობამ შემდეგ ეტაპზე ბრიტანეთისგან მისი ექსტრადირება მოითხოვოს.

დაპატიმრების სანქცია გაუპატიურების ბრალდების საფუძველზე გაიცა, რომელიც სავარაუდოდ, 2011 წელს მოხდა. ასანჟი ბრალდებას თავიდანვე უარყოფს.

2011 წელს მან განაცხადა, რომ გაუპატიურების საქმე მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ნაწილია, რომლის თანახმადაც მისი საბოლოო ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში უნდა მომხდარიყო. 2017 წელს შვედეთის პროკურატურამ მისი საქმის გამოძიება შეწყვიტა.

2011 წლიდან ასანჟი თავს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებდა, სადაც მას ეკვადორის მთავრობა პოლიტიკურ მფარველობას უწევდა. აპრილში, ეკვადორმა ასანჟს თავშესაფარი შეუწყვიტა და ის ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა.

47 წლის ავსტრალიელი, რომელმაც დიდი რაოდენობით საიდუმლო ინფორმაცია და დიპლომატიური ტელეგრამები ვებგვერდ „უიკილიქსზე“ გაასაჯაროვა, შეერთებულ შტატებში ჰაკერული თავდასხმისთვის ძებნილადაა გამოცხადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG