ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ წესებზე შეთანხმდნენ


ევროკავშირში ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, თუ როგორ გაინაწილებენ მიგრანტების განსახლებისთვის საჭირო ხარჯებს.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმა ამ შეთანხმებას მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. შეთანხმებას "მიგრაციისა და თავშესაფრის თაობაზე ახალი პაქტი" ჰქვია და ის მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს, როგორც მექანიზმი, რომელიც მიგრანტთა შედინების მასშტაბის შემცირების ღონისძიებებს და ხარჯების შედარებით თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობით ცვლილებები შეეხება მიგრანტთა შემოწმების პროცესს, თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაციების დამუშავებას, იმის განსაზღვრას ევროკავშირის რომელმა წევრმა ქვეყანამ უნდა განიხილოს განაცხადები და როგორ გაუმკლავდნენ კრიზისს.

ევროკავშირში ახალ მიგრანტთა რაოდენობა 2015 წლის პიკის - 1 მილიონზე მეტის - შემდეგ შედარებით დაბალ ნიშნულზე იყო, თუმცა წელს ნოემბერში 255 000-ს მიაღწია. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნახევარი ხმელთაშუა ზღვაში ხდება, აფრიკიდან იტალიის ან მალტის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG