ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საზღვართან თავშესაფრის ზრდის შესაჩერებლად, ფინეთი დამატებით ღონისძიებებს გეგმავს


ფინეთმა, შესაძლოა, დამატებითი ზომები მიიღოს რუსეთის საზღვრიდან გადასული თავშესაფრის მაძიებელთა ტალღის შესაჩერებლად. ფინეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ლტოლვილთა დიდი რაოდენობა კრემლის მხრიდან ქვეყანაზე შეტევის ერთ-ერთი ფორმაა.

მხოლოდ ნოემბრის თვეში, რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 900 მაძიებელი გადავიდა. ისინი ავღანეთის, კენიის, მოროკოს, პაკისტანი, სომალის, სირიისა და იემენის მოქალაქეები არიან.

ფინეთი რუსეთს სასაზღვრო კონრტოლის წესების შეცვლაში ადანაშაულებს და ლტოლვილების ტალღის ფინეთისკენ მიმართვას ჰიბრიდულ შეტევას უწოდებს.

ფინეთი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ამერიკასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა დაიწყო, რუსეთმა ლტოლვილების საზღვართან მობილიზება და მათი ფინეთში გადაშვება დაიწყო. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

ფინეთმა რუსეთის განსაკუთრებული რისხვა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ის გასული წლის აპრილში ნატოში გაწევრიანდა. ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება დიდხნიანი ნეიტრალიტეტის შემდეგ იმიტომ მიიღო, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ამით მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დამატებითი საფრთხე შეიქმნა.

რუსეთი პუტინის შემდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:36 0:00

ქვეყანამ უკვე ჩაკეტა რუსეთთან არსებული ყველა გამშვები პუნქტი ერთის გარდა. თუმცა, მთავრობაში ამბობენ, რომ ამის მიუხედავად მიგრანტების დამატებით რაოდენობას კვლავ ელიან.

"სხვადასხვა წყაროდან მომავალი დაზვერვის ინფორმაციით, კიდევ არიან ადამიანები, ვინც [ფინეთისკენ] მოემართებიან... თუ ეს გაგრძელდება, უახლოეს მომავალში, დამატებით ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა პეტერი ორპომ.

მართალია პრემიერს დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია, თუმცა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მთავრობა, რუსეთთან საზღვრის სრულად დახურვის სცენარს განიხილავს.

საზღვრის დაცვაში ფინეთს ევროკავშირიც დაეხმარება. გასულ კვირას გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის დამატებით სასაზღვრო დაცვის წევრებს აგზავნის ქვეყანაში, რათა საზღვრის დაცვის ფინურ პოლიციას რუსეთიდან გადმომავალი ლტოლვლების ნაკადის გაკონტროლებაში დაეხმარონ.

XS
SM
MD
LG