ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ნაბიჯები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ


ყველაზე ხშირად, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევა ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის ფორმით ხდება. გაეროს და სხვა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მონაცემები აჩვენებს ათიათასობით გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის შემთხვევას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, ბოსნია ჰერცეგოვინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ძალადობა ომისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ასევე მამაკაცებსა და ბიჭებზეც ახდენს გავლენას. ევროკავშირმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა გენდერულ საფუძველზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ.

მონიკა პარიატი ევროპის სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელია. მისი თქმით, საჭიროა უფრო აქტიური ქმედებები ყველა გენდერის დასაცავად კონფლიქტების ზონებში. ის ამბობს, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯიც კი დიდ შედეგს გამოიღებს ამ კუთხით.

„მაგალითად, ტუალეტების განცალკევება და სწორად განათება, და სარეცხი წერტილების მოწყობა ბანაკებში. წყლის და საკვების გამცემი პუნქტების შექმნა. ასევე საავადმყოფოებზე ხელმისაწვდომობა. ეს ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს გენდერული ძალადობის თავიდან აცილების და შემცირების კუთხით. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ შეიარაღებულ ჯგუფებთან მათთვის განათლების მიწოდებით კუთხით, ასევე საჯარისო დანაყოფებთან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც შეამცირებს რისკებს და მსგავს საშინელ შემთხვევებს“, - ამბობს პარიატი.

პარიატის თქმით, მსგავსი პროგრამების ველზე განხორციელება და კონფლიქტის ზონებში დანერგვა ყველაზე დიდ შედეგს გამოიღებს. ის ამბობს, რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება საგანგებო შემთხვევების და კონფლიქტის წარმოშობის დროს, ვინაიდან ძალადობის ყველაზე დიდი რისკი ამ პერიოდშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG