ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ევროკავშირის კრიტიკას ეხმაურება


შტაფან ფულემ თურქული პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თვალთმაქცობაში დაადანაშაულა ისინი, ვინც სტამბოლში პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევა გააკრიტიკა.
პარასკევს სტამბოლში გამართულ ევროპულ უერთიერთობათა სამინისტროს პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ დემონსტრაციის დაშლა მოხდა ისეთივე მეთოდებით, როგორც აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და საბრძნეთში და ზოგადად მთელს ევროკავშირის სივრცეში.
ერდოღანის კრიტიკული რიტორიკა მოჰყვა ევროკავშირის გაფართოების კომისრის, შტაფან ფულეს განცხადებას, რომელმაც თურქული პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ მსგავს მეთოდებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG