თურქეთისა და ამერიკის პირველ პირებს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ანალიტიკოსები სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და არანაირი გარღვევა და ახალი ეტაპის დაწყება არ შეინიშნება.
პრეზიდენტებმა ტრამპმა და ერდოღანმა ორმხრივ დიალოგს "პროდუქტიული და გულწრფელი" უწოდეს. თუმცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვის თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ეს პოტენციურ გამოწვევებს ქმნის აშშ-სთვის."
ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ გამოწვევების დაძლევა მხოლოდ დიალოგით უნდა მოხდეს. თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა ისიც, რომ თურქ სამხედროებს, შესაბამისი ფასის შემთხვევაში, ამერიკული "პატრიოტის" სარაკეტო სისტემების შეძენაც შეუძლიათ.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალში, ამ საკითხების განსახილველად იგეგმება შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ.
Facebook Forum