ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანს პუტინთან იდლიბის პროვინციის თაობაზე შეთანხმების იმედი აქვს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისას, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების იმედი აქვს. საუბარია სირიის იდლიბის პროვინციაში არსებულ ვითარებაზე.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ხუთშაბათს მოსკოვში უნდა შეხვდეს. თურქეთი და რუსეთი სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს, თუმცა ძალადობის შესაწყვეტად თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვთ.

იდლიბის პროვინციისთვის საბრძოლო ვითარებების გამო, ტერიტორია მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი კომუნიკაციის საშუალებებს "ღიას ტოვებენ" და მთავარ ყურადღებას მოლაპარაკებებზე ამახვილებენ.

კვირას კი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მიმდინარე წარმატებული სამხედრო ოპერაციისა, თურქეთის მთავრობას რუსეთთან "შეტაკების არანაირი განზრახვა არ აქვს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG