ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირება გრძელდება


სირიის შეარაღებული ძალების განცხადებით, მათ ალეპოს ჩრდილო-დასავლეთში ათობით სოფელზე კონტროლი მოიპოვეს. ეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების მხრიდან მცდელობაა, ოპოზიციურად განწყობილი მეამბოხეების მიერ კონტროლირუბული ტერიტორიების დარჩენილი ნაწილის დაბრუნების.

გავრცელებული ცნობებით, სირიის პრეზიდენტის მომხრე ძალებმა ასევე დაიკავეს იდლიბის პროვინციის რამდენიმე სოფელი. იდლიბში ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ისლამისტური დაჯგუფება ტაჰრირ ალ-შამი აკონტროლებს, რომელიც ალ-ყაიდას ყოფილი მოკავშირეა.

სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია, უფლებადამცველი ორგანიზაცია რომელიც სირიის ომის მეთვალყურეობას ახდენს, აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები, ოპოზიციურ და ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებებს კვირას დაუპირისპირდნენ.

თურქეთი და რუსეთი სირიის იდლიბის პროვინციაში არსებულ სიტუაციას დღეს განიხილავენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთის დელეგაცია რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს. ეს შეხვედრა ანკარაში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს მოსდევს. რუსეთი მხარს ასადს უჭერს, ხოლო თურქეთი ოპოზიციის მხარესაა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შესაძლოა თურქეთის საზღვრისკენ 2 მილიონი სირიელი გაემართოს. გაეროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების მიერ მიტანილ შეტევას უკვე მოჰყვა იდლიბის პროვინციის 800,000 მოსახლის იძულებით გადაადგილება.

რამდენიმე დღის წინ, სირიის სამთავრობო ძალებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე კონტროლი მოიპოვა, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ასადის ოპოზიცია აკონტროლებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG