ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დაბინძურება ადამიანის მთავარი მკვლელია


ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა, გარემოს დაბინძურება მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მთავარი მკვლელია. შენობის შიგნით და გარეთ არსებული დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომი, ტერორიზმი, ბუნებრივი კატასტროფები, სიგარეტი და დაავადებები.

„ლანცეტის“ ცნობით, 2015 წელს გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ჰაერის დაბინძურებამ იმსხვერპლა. ავტორების განცხადებით, გარემოს დაბინძურება ადამიანის უფლებებს, ბავშვებისა და მოწყვლადი ფენების უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG