ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ემის" ცერემონიალი გაიმართა


მინისერიებში საუკეთესო ქალის როლი ჯულიან მურმა მოიპოვა

ლოს ანჯელესში, კვირა საღამოს, „ემის“ სატელევიზიო პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საღამოს სენსაცია ტელეარხის - „შოუთაიმ“-ის სრულად ახალი სერიალი „სამშობლო“ გახდა. ალ-ყაიდას გავლენის ქვეშ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ გადაღებულმა ფსიქოლოგიურმა თრილერმა ყველაზე პრესტიჟული პრიზები აიღო.

სატელევიზიო კომედიებს შორის კვლავ ფილმი „თანამედროვე ოჯახი“ ლიდერობს. „ეი-ბი-სის“ კომედია სამი მონათესავე ოჯახის ცხოვრებას აღწერს: ხანდაზმული, მდიდარი მამის, რომელსაც ახალგაზრდა, ლამაზი მეუღლე ჰყავს, მისი ქალიშვილის ტიპიური ამერიკული ოჯახის და ვაჟიშვილის არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მქონე ოჯახის.

მინისერიებში საუკეთესო ქალის როლი ჯულიან მურმა მოიპოვა. ის „ეიჩ-ბი-ოს“ ახალ ფილმში სარა პალინს, უკანასკნელ არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს განასახიერებს.
XS
SM
MD
LG