ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სამეფო კარის თამაშები" 32 ნომინაციაში წარადგინეს


ამერიკის საუკეთესო სატელევიზიო შოუების, სერიალების და ფილმების დაჯილდოების ცერემონიამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება და უკვე ცნობილია, ნომინანტთა სია.

"ეიჩ-ბი-ოს" (HBO) ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი "სამეფო კარის თამაშები" 32 ნომინაციაზეა წარდგენილი. წელს ლოს-ანჟელესში "ემის" რიგით 71-ე დაჯილდოება გაიმართება.

გასული წლების მსგავსად, დაჯილდოების ცერემონიაზე სხვა მრავალ გამარჯვებულთან ერთად, გამოავლენენ: საუკეთესო დრამატულ და კომედიურ სერიალებს; საუკეთესო ქალ და კაც მსახიობებს მთავარ და მეორეხარიხსოვან როლებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG