როლანდ ბარკსდეილ-ჰოლი გენიალოგია, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საკუთარი წინაპრების ძებნას მოანდომა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სამოქალაქო ომის დროს ჯორჯიის შტატში მონები ყოფილან.
„არჩი, ჩემი დიდი ბაბუა - 650 დოლარად გაიყიდა. ჰარიეტი, დიდი ბებია შვილთან ერთად - 625-ად. ხანდახან გეჩვენება, რომ გამოცდილი ხარ და ბევრი რამ უკვე იცი საკუთარი თავის შესახებ. მაგრამ, აბა წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ადამიანის ფასის დოლარებში გადაყვანა. რამდენი ვეღირები ბაზარზე? სრულიად წარმოუდგენელია“ - ამბობს ის.
როლანდის წინაპრები სხვა დანარჩენ სამხრეთელ მონებთან ერთად 150 წლის წინ პრეზიდენტ ლინკოლნის ემანსიპაციის პროკლამაციის ხელმოწერის შედეგად გათავისუფლდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებას და მონების საბოლოო გათავისუფლებას კიდევ ორი წელი დასჭირდა.
დოკუმენტის ორიგინალი საიუბილეოდ პირველად გამოიფინა. მისი ნახვა ვაშინგტონის ეროვნული არქივის შენობაში შეიძლება. გვესაუბრება ორგანიზაციის აფრო-ამერიკული დოკუმენტების სპეციალისტი, რეჯინალდ ვაშინგტონი.
„კალმის ერთი მოსმით ლინკოლნმა ქვეყნის გაერთიანებისთვის მიმდინარე ომი კაცობრიობის გათავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქად აქცია. 4 მილიონამდე ბორკილდადებული მონისთვის ეს დოკუმენტი იმედის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ სამოქალაქო ომი მათი თავისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა“ - აღნიშნავს სპეციალისტი.
ისტორიკოს ედნა გრინ მედფორდს მიაჩნია, რომ პროკლამაცია სხვა ნიშნითაც იყო მნიშვნელოვანი. მან ყველა იმიგრანტის, მათ შორის სხვადასხვა რასის თუ ეთნიკური ჯგუფის უმცირესობის წარმოსახვაში ამერიკა სოციალური და ეკონომიკური თავისუფლების სიმბოლოდ აქცია.
„პროკლამაციამ მთელ ერს, არამარტო აფრიკული წარმოშობის ამერიკელებს, არამედ მის თითოეულ მოქალაქეს თავისუფლების პირობა მისცა. რაკი ბორკილები ფერადკანიანებს აეხსნათ, სხვა დანარჩენებსაც გაუჩნდათ იმედი, რომ აქ ისინი საკუთარი ოცნებების რეალიზებას შეძლებენ. ამერიკამ მხოლოდ პროკლამაციის შემდეგ შეძლო გაეცნობიერებინა, რომ თანასწორობაზე საუბრით ვეღარ შემოიფარგლებოდა და დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით იბადება, ცხოვრების ნორმად უნდა გადაქცეულიყო“ - დასძენს ისტორიკოსი.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რასობრივი თანასწორობის მიღწევის გზაზე პროკლამაცია მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.
„ჩემი წინაპრების ტანჯვაზე და განსაცდელზე მშვიდად საუბარი შემიძლია, რადგან ვიცი, რომ მათ სირთულეები დაძლიეს. მონობას თავი სრულიად უქონელებმა დააღწიეს, მაგრამ შემდეგ განათლების მიღება მოახერხეს, პოლიტიკაში ჩაერთნენენ, მიწაც შეიძინეს, მასწავლებლები და ბიზნესმენებიც კი გახდნენ. მე მათი მიღწევებით ვამაყობ“- ამბობს საუბრის დასასრულს გენიალოგი როლანდ ბარკსდეილ-ჰოლი.