ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში საემიგრაციო კანონი მკაცრდება


დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტილებას საემიგრაციო კანონის გამკაცრების შესახებ იღებს

დედოფალმა ელისაბედმა თემთა და ლორდთა პალატების გაერთიანებულ სხდომას 18-წუთიანი სიტყვით მიმართა. სიმბოლიზმით და ტრადიციული რიტუალებით გაჯერებულ ცერემონიალზე დიდი ბრიტანეთის დედოფალი რიგით მე-60 მიმართვით გამოდის.

ყოველწლიურ მიმართვაში ის მრავალ თემას შეეხო. მთავარი აქცენტები ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მნიშვნელობაზე, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის რეფორმებზე გაკეთდა. თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღება დედოფლის გამოსვლის იმ ნაწილმა დაიმსახურა, რომელშიც საემიგრაციო კანონის გამკაცრებაზე იყო საუბარი.

„ჩემი მთავრობა წინ წამოწევს კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმირებას ითვალისწინებს. კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება იმ ადამიანების მოზიდვის აუცილებლობა, ვინც ქვეყანას წაადგება, და არ დაუშვებს მათ, ვინც არ გამოგვადგება“ - განაცხადა დედოფალმა ელისაბედმა.
XS
SM
MD
LG