რკინის ლედის სახელით ცნობილი ტეტჩერი გასულ კვირას, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლონდონიდან ბოლო ინფორმაციით ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი გვაწვდის სიუჟეტს.
ტეტჩერის ცხედარს ეტლზე დროშაგადაკრულს მიასვენებდნენ. ლონდონის ქუჩებში ბრიტანელები და სტუმრები გამოჩენილ ლიდერს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ.
დიდი ბრიტანეთის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ მინისტრის დაკრძალვას სამხედროების ესკორტი მიუძღვოდა. პროცესიის მარშრუტის ყველა მონაკვეთში უსაფრთხოების ზომები გაცილებით გამკაცრებული იყო, ვიდრე ეს თავიდან იგეგმებოდა. მიზეზი ბოსტონში მომხდარი ტერაქტები გახდა.
დღევანდელ დღეს ლონდონში არც საპროტესტო აქციების გარეშე ჩაუვლია, თუმცა რაიმე სერიოზული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, ტეტჩერთან დამშვიდობება ორიათასამდე ადამიანმა შეძლო. ცერემონიას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი და არაერთი ქვეყნის პირველი პირი თუ ყოფილი ლიდერი ესწრებოდა. თუმცა არავინ ჩანდა არგენტინიდან, ქვეყნიდან რომელიც ტეტჩერმა 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულების გამო დაწყებულ ომში დაამარცხა.
ტეტჩერის გარდაცვალების შემდეგ, დებატები არ ცხრებოდა იმასთან დაკავშირებით თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა ქალმა პრემიერმა ქვეყანას და მსოფლიოს.
დღეს ლონდონის ქუჩებში გამოსული ხალხი ძირითადად პატივისცემით იყო განმსჭვალული ცნობილი ქალი პოლიტიკოსის მიმართ და შესაბამისად, არ გამართლდა ხმები არც მასშტაბური საპროტესტო აქციების შესახებ.
თუმცა ცერემონიაში მონაწილე ჩვეულებრივი ადამიანების აზრი, ტეტჩერის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად მაინც გაიყო. ერთნი მას ისტორიაში შეტანილი დიდი წვლილის შესახებ აქებდნენ, ოპონენტები კი მას რასისტს, არაეფექტურ პოლიტიკოსსა და ქვეყნის გახლეჩის მთავარ მონაწილეს უწოდებდნენ.
სამგლოვიარო ცერემონიაზე მოკლე მიმართვა გააკეთა ლონდონის არქიეპისკოპოსმა რიჩარდ ჩარტერსმა სადაც მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობებით გარემოცული სიცოცხლე, ახლა სამუდამო სასუფეველში განისვენებს.
დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი ვადის განმავლობაში მოღვაწე პრემიერს თანამდებობა 11 წლის განმავლობაში ეკავა. მისმა კონსერვატიულმა იდეებმა და გატარებულმა პოლიტიკამ დიდი ბრიტანეთი რადიკალურად შეცვალა, და ორივე მხარეს მომხრეებისა და ოპონენტების ჯგუფები დარაზმა. იმის მიუხედავად, რომ ტეტჩერმა თანამდებობა 23 წლის წინ დატოვა, ემოციური ფონი მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვის ცერემონიას ისევ თან ახლდა.