ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, აქედან 6 ამერიკელია


მრავალეროვანი ძალების დამკვირვებლების (MFO) ვერტმფრენი, ეგვიპტეში, სინაის რეგიონში ავიაკატასტროფის შედეგად ჩამოვარდა.

ვერტმფრენში, რომელიც კურორტ შარმ ელ-შეიხთან ახლოს ჩამოვარდა, 8 მშვიდობისმყოფელი გარდაიცვალა, მათგან 6 ამერიკელია. ამერიკელებთან ერთად, ვერტფმრენში ფრანგი და ჩეხი სამხედრო პირებიც გარდაიცვალნენ. ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. მისიის წარმომადგენელმა, სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ ინცინდენტი მექანიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

სადამკვირვებლო მისია რეგიონის დემილიტარიზაციას 1979 წლის ევგიპტე-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ აკვირდება. ბოლო წლებში მისიის ჩართულობა შემცირდა, რადგან მეზობელმა ქვეყნებმა გაამკაცრეს უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, სინაის მეამბოხეების წინააღმდეგ, რომელთაც ისლამისტები ხელმძღვანელობენ.

ისრაელისა და ეგვიპტის მთავრობები წარსულში ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ვაშინგტონის შეთავაზებას, სადამკვირვებლო მისიაში ამერიკის ჩართულობის შემცირებასთან დაკავშირებით. 1 154 სამხედროს შორის, რომლებიც ამ მისიაში არიან ჩართული, 452 ამერიკელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG