ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო


მორსი პირველივე დღეს პრეზიდენტის სასახლეში გადასახლდა

ეგვიპტის ახლად არჩეული ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი, ახალი მთავრობის ფორმირებას შეუდგა. როგორც მან არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ განაცხადა, ეს იქნება ყოვლისმომცველი მთავრობა. მუჰამედ მორსი დემოკრატიულად არჩეული პირველი სამოქალაქო პირია ამ თანამდებობაზე. ის პირველივე დღეს პრეზიდენტის სასახლეში გადასახლდა, რომელიც პრეზიდენტ მუბარაკს ეკუთვნოდა. ქვეყნის პირველი პირი ასევე შეხვდა ეგვიპტის სამხედრო მმართველს ჰუსეინ ტანტავის, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუში კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG