ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კონსტიტუცია ეგვიპტის მოსახლეობამ უნდა დაამტკიცოს


საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის დამტკიცებიდან 6 თვეში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი 90 დღეში უნდა შედგეს

50 წევრიანმა ჯგუფმა, რომელსაც ეგვიპტის კონსტიტუციის განახლება ევალებოდა, განაცხადა, რომ დაასრულა პირველი სამუშაო ვერსია. შეთავაზებულ ცვლილებებში შედის მმართველობის გარდამავალი მთავრობიდან არჩეულ ხელისუფლებაზე გადაცემა. ცვლილებებში ასევე მოცემულია, თუ როდის შეიძლება გასამართლდეს სამოქალაქო პირი სამხედრო ტრიბუნალის მიერ.

ახალი კონსტიტუცია ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაამტკიცოს. მისი მიღების შემთხვევაში გაუქმდება პრო-ისლამური კონსტიტუცია, რომელიც ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა, მუსლიმთა საძმოს ლიდერმა მოჰამედ მორსიმ მიიღო.

განახლებული კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის დამტკიცებიდან 6 თვეში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი 90 დღეში უნდა შედგეს.
XS
SM
MD
LG