ეგვიპტის დედაქალაქთან მომხდარ სარკინიგზო შემთხვევაში 19 ადამიანი დაიღუპა და 107 დაშავდა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ჯარის ახალწვეულებით დატვირთული მატარებლის ორი ვაგონი ქაიროს მახლობლად მდებარე გიზის რეგიონში რელსებიდან გადავარდა.
ორი კვირის წინ ეგვიპტეში ტრანსპორტის ახალი მინისტრი სწორედ სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრულვეყოფის გამო დაინიშნა. სუსტი მართვის და უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გატარების გამო ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა იმატა. ცენტრალურ ეგვიპტეში 2012 წლის ნოემბერში მომხდარ კატასტროფას, როდესაც მატარებელი სკოლის ავტობუსს შეეჯახა, 50 ადამიანი შეეწირა.