ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელი სატირიკოსი გაათავისუფლეს


ხელისუფლება განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით ექცევა

კვირას ეგვიპტეში ყველაზე პოპულარული სატირიკოსი ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ისლამის და პრეზიდენტ მოჰამედ მორსის შეურაცხყოფა ედება ბრალად.

ბასემ იუსუფი 2,200 დოლარის საფასურად გაათავისუფლეს. იუსუფმა ეგვიპტეში სახელი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებზე სატირული გამონათქვამებით გაითქვა.

პროკურორის მოადგილემ ჰასან იასანმა უარყო, რომ ხანგრძლივი დაკითხვა დაშინების კამპანიის ერთერთი ნაწილი იყო. ოპოზიციურ ჯგუფთა განცხადებით, ხელისუფლება განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით ექცევა, რითაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას იზღუდება.
XS
SM
MD
LG