ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოპოზიციის ბოიკოტი


მუჰამედ ელ ბარადეი არ აპირებს პრეზიდენტ მორსის მიერ გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობას

ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერი მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. მუჰამედ ელ ბარადეი, რომელიც სიმბოლურად ოპოზიციური, ეროვნული გადარჩენის ფრონტის ლიდერია, არ აპირებს პრეზიდენტ მორსის მიერ გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობას. სოციალურ ქსელ თვითერში, ბარადეიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს "ყალბი დემოკრატიის" ნაწილი გახდეს.

ელ ბარადეიმ არჩევნებს "თვალთმაქცობის აქტი" უწოდა და მხარდამჭერებს შეახსენა, რომ თავის დროზე მუბარაქის მიერ დანიშნულ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებდა.
XS
SM
MD
LG