ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობა ეგვიპტეში


ქაიროსთან ისლამისტმა მებრძოლებმა პოლიციის გენერალი მიკლეს

ეგვპტელი ოფიციალური პირები აცხადებენ , რომ ისლამისტმა მებრძოლებმა პოლიციის გენერალი მოკლეს. ძალოვანი უწყებები საგანგებო ოპერაციას ახორციელებდნენ სახელმწიფო კონტროლის აღსადგენად ქაიროს შორიახლოს.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოერბის ძალებმა შვეულმფრენების დახმარებით, სოფელ კერდასას შეუტიეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ტერორისტებთან საბრძოლველად. ეგვიპტის მთავრობამ ისლამისტ მეამბოხეებს სწორედ ტერორისტები უწოდა.

კა-დაკარ ჩამოვლისა და ჩხრეკის შემდეგ დაკავებულია 41 ადამიანი, იძებნება 100-მდე პირი. მათ 11 უსაფრთხოების ოფიცირის მკვლელობა ბრალდება სოფლის მთავარ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს.
XS
SM
MD
LG