შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი პირველად ჩავიდა ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ.
ორდღიანი ვიზიტის დროს რობერტ გეითსი მეზობელ ლიბიაში მოკავშირეთა სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას დააკვირდება.
ბატონი გეითსი ეგვიპტის სამხედრო საბჭოს მეთაურს ფელდ-მარშალ მუჰამედ ჰუსეინ თანთავის და პრემეირ-მინისტრ ესამ შარაფს შეხვდება.