ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმთა საძმო მზადაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად


მუსლიმთა საძმო მზადაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად
მუსლიმთა საძმო მზადაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად

ეგვიპტის მუსლიმთა საძმომ განაცხადა, რომ მზადაა ეროვნული ერთიანობის მთავრობა შექმნას, მაშინ როდესაც ამომრჩევლები არჩევების მესამე ტურში ხმის მიცემას ამთავრებენ.

ხმის მიცემის პროცედურა მეორე დღეა გრძელდება ეგვიპტის 9 პროვინციაში, მათ შორის ალ-ღარბიასა და სინაის ნახევარკუნძულზე. ამ რაიონებში განსაკუთრებით ძლიერია მუსლიმთა საძმოს გავლენა. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში ძირითადად ისლამისტურმა პარტიებმა მიაღწიეს წარმატებას.

ლიბერალური მიმდინარეობის პარტიებმა და იმ ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც ბევრი იაქტიურეს მუბარაქის დამხობის დროს, სრული ფიასკო განიცადეს.

ამასობაში ეგვიპტის სამხედრო მმართველებმა პრო-დემოკრატიულ მოძრაობის და არჩევნებზე ჩასული ამერიკელი დამკვირვებლების წინააღმდეგ რეიდები მოაწყვეს, რამაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უკმაყოფილება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG