ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკება მოხდა


ეგვიპტეში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკება მოხდა
ეგვიპტეში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკება მოხდა

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ათი ადამიანი დაიღუპა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი ძალადობისას ქაიროში.

ჯერჯერობით ვერ ზუსტდება დაღუპულთა შორის რამდენია ქრისტიანი და რამდენი მუსლიმი.

თუმცა დაუზუსტებელი მონაცემებით, ქრისტიანთა რაოდენობა მსხვერპლს შორის ექვს ადამიანს შეადგენდა.

ოფიციალური წყაროების ცნობით, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ათასამდე ქრისტიანი ქაიროში გასულ კვირას ქრისტიანული ეკლესიის დაწვას აპროტესტებდა.

დემონსტრანტთა ერთმა ჯგუფმა მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშნეს, რასაც სპეც. დანიშნულების ძალებმა დემონსტრაციის დაშლის მიზნით, ჰაერში გასროლით უპასუხეს.

XS
SM
MD
LG