ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჰამედ ელბარადეი ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი გახდა


ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეგვიპტეში ჩავიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:52 0:00
ბმული

ისლამისტების მწვავე ზეწოლის პირობებში, კვირას ეგვიპტის მთავარმა გენერალმა განაცხადა, რომ ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის ჩამოგდება პრეზიდენტის პოსტიდან, ხალხის მოთხოვნის და მათი ნების საპასუხოდ განხორციელდა.

3 ივლისს პრეზიდენტი მორსის დამხობის შემდეგ გენერალი აბდულ-ფატა ელ-სისი სახელმწიფო ტელევიზიის არხზე პირველად გუშინ გამოჩნდა. მან განაცხადა, რომ დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა მორსიმ ოპონენტთა მასობრივი პროტესტის და გამოსვლის გამო ლეგიტიმაცია დაკარგა. გენერალმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ გადატრიალების მიზეზი რელიგიურ საფუძველს შეიცავდა.

3 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მორსის ადგილსამყოფელი უცნობია. ისიც, და მუსლიმთა საძმოს პარტიის ძველი შემადგენლობის ასობით წევრი პატიმრობაში იმყოფება. სამართალდამცავებს მისთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს დაზვერვის და ეკონომიკური ზარალის მუხლებით.

მუსლიმთა საძმომ თანამოაზრეებს ხვალისთვის ქაიროს ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა კიდევ ერთხელ გააპროტესტონ და დაგმონ მორსის ჩამოგდების ფაქტი. გასული დღეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტ მორსის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით ქაიროს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე მეჩეთთან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

ამ მოვლენების პარალელურად, კვირას გარდამავალი მთავრობის ზოგიერთმა მინისტრმა ფიცი დადო. მათ შორის იყო, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახე, ლიბერალი მუჰამედ ელ ბარადეი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ეგვიპტის საგარეო საქმეთა პოსტი კი შეერთებულ შტატებში ეგვიპტის ყოფილ ელჩს შესთავაზეს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა საბოლოოდ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

ნობელის პრემიის ლაურეატი, გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ელ ბარადეი სათავეში ედგა მოჰამედ მორსის წინააღმდეგ უზარმაზარ ოპოზიციურ კოალიციას. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ელ ბარადეის ახალ მოვალეობებთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.

კვირას, ასევე ეგვიპტის სამართალდამცავთა ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პროკურორის ბრძანებით ყადაღა დაადეს 14 აქტივისტი ისლამისტის ქონებას. მათ შორის არის მუსლიმთა საძმოს უმაღლესი ლიდერის მუჰამედ ბადიეც.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, რომელიც ქაიროში სამშაბათამდე დარჩება სამართალდამცავის სტრუქტურების წარმომადგენელებს ხვდება. ეს არის ამერიკის მაღალი რანგის სტუმრის პირველი ვიზიტი ეგვიპტეში მორსის ჩამოგდების შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბერნსი ეგვიპტის მოსახლეობას ამერიკის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ გამოუცხადებს, ასევე დააფიქსირებს პოზიციას ძალადობის და ურთიერთდაპირისპირების შეწყვეტის თაობაზე.

ამერიკელთა რწმენით, ეგვიპტის გარდამავალი ხელისუფლების მიზანი უნდა გახდეს ქვეყანაში ინკლუზიური, და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის პირობებში სამოქალაქო მმართველობის სტილზე გადასვლა.


ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა ქვეყნის დროებით მთავრობას, რომ დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისგან თავი შეიკავონ.
XS
SM
MD
LG