ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იდლიბში ომის პრევენციისთვის გაერო დიპლომატიურ მეთოდებს მიესალმება


იდლიბი, სირია, 20 სექტემბერი, 2018
იდლიბი, სირია, 20 სექტემბერი, 2018

გაეროს მთავარი მრჩეველი სირიის საკითხებში იან ეგლანდი აცხადებს, რომ შვებას გრძნობს იმის გამო, რომ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება იდლიბში შეთანხმების შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია. ეს კი ამბოხებული ჯგუფების მხრიდან ბუფერული ზონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის შეუსრულებლობის მიუხედავად ხდება.

მისი თქმით, რუსული და თურქული მხარეების მტკიცებით, ისინი შეთანხმების შესრულებას მეტ დროს დაუთმობენ, რასაც ეგლანდიც მიესალმება.

ამ დრომდე იდლიბში მშვიდი სიტუაციაა, მაგრამ ეგლანდის თქმით, შეიაღაღებული ჯგუფები, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, იდლიბში პოზიციებს ამყარებენ. მან ასევე დასძინა, რომ ეს სიგნალად უნდა იქნას აღქმული, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაჩაღდეს.

ეგლანდმა დასძინა, რომ ომი იდლიბში სისხლისღვრას მოიტანს, რასაც შვიდწლიანი ომის განმავლობაში ყველაზე კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

2011 წელს, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, სავარაუდოდ, 350,000 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG