აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის შედეგების სალიკვიდაციო ყველაზე მასშტაბურია ამერიკის იხტორიაში
ობამა: პირველი დღიდან ჩვენ ყველა რესურსის მობილიზება შევძელით ნავთობის გაჟონვის შეკავებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით. მე გავეცი ბრძანება ამერიკის ეროვნული გვარდიის 17 ათას კაციანი შემადგენლობის განლაგებასთან დაკავშირებით. 20 000-ზე მეტი ადამიანი ახლაც დაუღალავად იღწვის სანაპირო წყლებისა და მიმდებარე ტერიტორიის გადასარჩენად. ამ დროის განმავლობაში შევხვდით ასობით გამოცდილ მეცნიერსა და ინჟინერს მთელი მსოფლიოდან. გადაჭიმულია 2ი ათასი კილომეტრის სიგრძის ბარიერი. .ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამასა და ფლორიდას შტატებში 17 სპეციალური დანიშნულების ობიექტი გავმართეთ, რომლებიც მგრძნობიარე სანაპირო ზოლს დაიცავს.“
20 აპრილს მექსიკის ყურეში მომხდარი აფექების შედეგად ბრითიშ პეთროლეუმის კუთვნილი ჭაბურღილი აფეთქდა. დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 17 სხვა. ჩაღვრილმა ნავთობმა 46 კილომეტრის მოშორებით ლუიზიანას შტატის სანაპიროსაც მიაღწია.
ნავთობის გაჟონვა ახლაც საფთხეს უქმნის მექსიკის ყურის მაცხოვრებლებს, მეთევზეებსა და ნებიმიერ სხვა მოქალაქეს, ისევე როგორც ფლორასა და ფაუნას. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამ ხალხის დანგრეული ცხოვრება უნდა აღდგეს და ამისათვის პირველ რიგში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„ჩვენ ასევე ბრძანება მივეცით ბიპის -აანაზღაუროს ეკონომიკური ზარალი. ჩვენ ნამდვილად ვუზრუნველყოფთ იმას, რომ მექსიკის ყურეში დაზარალებულ მოსახლეობას თითოეული ცენტი აუნაზღაურდეს. ამ პროცესში ჩაება ამერიკის მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სააგენტოც, რომელიც ადგილობრივ ბიზნეს ფირმებს შეღავათიან კრედიტებს უმტკიცებს. ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ კი ბრიტანულ კომპანიას 69 მილიონი დოლარის ანაზღურება მოთხოვა, რომელიც ორგანიზაციამ ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს უნდა გაუგზავნოს მიყენებული ზარალისთვის. ამასთან ერთად, ამერიკა ნავთობის ოფშორული მოპოვების საკითხში ახალ, გამკაცრებულ სტანდარტებს დააწესებს. მე პირადად დავნიშნე ორპარტიული ,კომისია, რომელიც ბრითიშ პეტროლეუმის ინციდენტს შეისწავლის.“ განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ თუკი კანონმდებლობა არაადექვატურია, მასში აუცილებლად შევა ცვლილებები. განმტკიცდება საზედამხედველო მექანიზმებიც .
ყველაფერთან ერთად, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.