საქართველოს დროით საღამოს რვა საათზე ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები იხურება. რამდენიმე სატელევიზიო არხი უკვე აქვეყნებს კენჭისყრის დღეს ჩატარებული გამოკითხვების, ე.წ. ეგზიტპოლების შედეგებს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, ხმები ასე გადანაწილდა:
თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ხმათა 43 % აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" ნიკანორ მელიას - 39 %, ყოფილ პრემიერს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას - 7 % .
ამ მონაცემებით, თბილისში სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50 %-იანი ზღვარი.
გამოკითხვის ცდომილება თბილისისთვის +/- 3 %-ია, 95 %-იანი სანდოობისთვის თბილისში ჩატარდა 6 783 ინტერვიუ.
Facebook Forum