ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ნაბიჯი ეკონომიკის განვითარებაში


შეერთებულ შტატებში კომერციული დრონების გამოყენების პირველი ნებართვა გასცეს

დრონებზე დამაგრებული კამერებით სუნთქვის შემკვრელი ვიდეოს შექმნა შეიძლება, რომელიც მაყურებელს თავისუფალი ფრენის შეგრძნებას აძლევს.

კინოში და ტელევიზიაში მსგავსი გამოსახულების მისაღებად, ადრე ძვირადღირებული, პილოტირებული საფრენი აპარატები გამოიყენებოდა. მაგრამ, კომპიუტერების, პროგრამული უზრუნველყოფის, საკომუნიკაციო საშუალებების და ელექტრონიკის სწრაფად გაუმჯობესება, ბიზნესში მყოფი ადამიანების მიერ ბევრი ექსპერიმენტების ჩატარებასთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც სულ რამდენიმე ათასი დოლარი ღირს, ამ ამოცანის შესრულება ძალუძს...

... ასევე ბევრი სხვა ამოცანის შესრულებაც შეუძლია. ინტერნეტ მაღაზია-გიგანტი „ამაზონი“, დრონების საშუალებით ამანათების მყიდველებამდე მიტანის ექსპერიმენტებს ატარებს.

დევისი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან იაპონური დრონებით ინსექტიციდების მოფრქვევის ექსპერიმენტებს ატარებს და იმედოვნებს, რომ ეს უფრო ზუსტი და იაფი პროცედურა იქნება, ვიდრე პილოტირებული საფრენი აპარატის გამოყენება ან მიწაზე განხორციელებული ოპერაცია.

საერთაშორისო უპილოტო სისტემების ასოციაციის ხელმძღვანელი მაიკლ ტოსკანო იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მალე შექმნიან ისეთ წესებს, რომელიც ამ და სხვა დრონების, თვითმფრინავებისგან უსაფრთხო მანძილზე მოშორებით გამოყენების ნებას დართავს. ეს ამ ახალ ინდუსტრიას აყვავების და ზრდის საშუალებას მისცემს.

„პირველ სამ წელიწადში მოგება დაახლოებით 13.6 მილიარდი დოლარი იქნება და 70 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.“

ექსპერტები ამბობენ, რომ დრონების ინდუსტრიაში პატარა ბიზნესებიც არიან ჩართულნი, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც და ის ძალიან სწრაფად იზრდება.

სკაიპის მეშვეობით, ჰონგ კონგიდან ჩაწერილ ინტერვიუში, დრონების კომპანია „თიმ ბლექ შიფ“-ის უფროსი რაფაელ პირკერი ამბობს, რომ მისი კომპანია გასართობი ჰობიდან სერიოზულ ბიზნესად იქცა.

„ახლა უკვე უახლოვდება იმ წერტილს, როცა ბიზნესი ერთვება საქმეში და მნიშვნელობა მოგებას ენიჭება. ისინი გამოიანგარიშებენ ხარჯებს, მაგალითად ფილმის გადამღები ჯგუფი ნამდვილ შვეულმფრენში თუ გადამღები ჯგუფი დრონით და მისი დადებითი მხარეები, რამდენად კარგია გამოსახულების ხარისხი.“

წამყვანი ექსპერტი ამბობს, რომ კომპანიები პატარა, შედარებით იაფი დრონების გამოყენების სულ უფრო მეტ გზებს გამოძებნიან, და ბიზნესის წარმოების იმ ახალმა გზებმა, შესაძლოა ჩვენი საზოგადოება შეცვალოს.

ლონდონის აერონავტიკის სამეფო საზოგადოების პროფესორმა კეიტ ჰეივარდმა სკაიპით ისაუბრა.

„არ არის აუცილებელი ამას რევოლუცია ვუწოდოთ, მაგრამ ეს უბრალოდ ცვლის, საგრძნობლად ცვლის იმას, თუ ჩვენი საზოგადოება როგორ არის ორგანიზებული.“

სამხედრო უპილოტო პარატებს შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა ამზადებს და იყენებს. ამ აპარატებმა საჯაშუშო და საბრძოლო ოპერაციებში საკამათო როლი ითამაშეს. უპილოტო აპარატები, ხშირ შემთხვევებში, დიდი ზომით, სირთულით და მრავალმინიონიანი ფასით, საბრძოლო საფრენ აპარატებს წააგავს.

კომერციული დრონების უმეტესობა, რადიოთი მართული თვითმფრინავების მოდელებიდან განვითარდა. ის შედარებით იაფია, როგორც წესი დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის და მის ბორტზე ბომბის ნაცვლად უფრო გზავნილის ყუთს ან პიცას უნდა ველოდოთ.
XS
SM
MD
LG