ამერიკის დასაქმების ბაზარზე ივნისში დამატებით 220 000 სამუშაო ადგილი გამოჩნდა.
შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 4.4%-ს აღწევს.
ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, პროცენტის მეათედით გაიზარდა.
ამჟამად შვიდ მილიონამდე ამერიკელი ითვლება უმუშევრად. დამატებით 1.6 ადამიანია დაუსაქმებელი, თუმცა ისინი, ოფიციალურად, უმუშევრებად არ ითვლებიან, რადგან უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში მათ ახალი სამსახურის პოვნა არ უცდიათ.
ივნისში ახალი სამუშაო ადგილები, ძირითადად, ჯანდაცვის, რესტორნების და სერვისების სფეროებში გაჩნდა.
Facebook Forum