ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი: საქართველო საინტერესო სამი ძირითადი რესურსის გამოა


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბატი“ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველო საინტერესო სამი ძირითადი რესურსის გამოა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს მდიდარი ჰიდრო რესურსები აქვს. მას არ აქვს ნავთობი, სამაგიეროდ აქვს წყალი, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო რესურსია. ჰიდრო-ელექტრო ენერგიის ექსპორტი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თურქეთში. ამ მიმართულებით შესაძლებელია მეტი ინვესტირება,“ ამბობს ჩაკრაბატი.

ჩაკრაბატი ასევე ამბობს, რომ საქართველო ძლიერი რეფორმატორი ქვეყანაა, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ სანიმუშოდ იბრძოლა და ინსტიტუტები გააძლიერა.

მეორე მნიშვნელოვან რესურსად ის ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებს: „საქართველო საინტერესო ეკონომიკაა ჩინეთის ინიციატივისთვის სახელად „ერთი სარტყელი - ერთი გზა“. მდებარეობიდან გამომდინარე მას შეუძლია რეგიონის ერთგვარ ჰაბად იქცეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.“

მესამე იმედისმომცემ ფაქტორად ჩაკრაბატი იმ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებში ინფრასტრუქტურას მიიჩნევს, რომლებშიც ინვესტირება EBRD-იმ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შარშან განაახლა.

„ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ინვესტორთა საბჭოს, რათა სწორი მიმართულებით წარიმართოს რეფორმები, რომლებიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს დ ამეტ კერძო ინვესტორს მიიზიდავს,“ ამბობს EBRD-ის პრეზიდენტი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ეს ინტერვიუ ამერიკის ხმის უკრაინულ განყოფილებას, მისი ვაშინგტონში ვიზიტისას მისცა.

XS
SM
MD
LG