ყოველწლიურად, 22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 2016 წელს, მილიარდზე მეტი ადამიანი, ამ დღეს გარემოს დაცვის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებით აღნიშნავს.
ამ დღეს სხვადასხვა თემების, როგორიცაა სკოლები, საცხოვრებელი უბნები, მორწმუნეთა თემები და ა.შ. ორგანიზებისთვის იყენებენ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა ადგილობრივი ტერიტორიის დასუფთავება, ხეების დარგვა, პოლიტიკოსებთან შეხვედრა და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
„დედამიწის დღე“, პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმოწერის აღსანიშნავად დაწესდა. ხელმოწერა 1970 წელს, ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში შედგა.