ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიურმა სასამართლომ რეის MH17-ის ჩამოგდებისთვის, სამ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა


ხუთშაბათს, ჰოლანდიელმა მოსამართლეებმა სამ პირს სასჯელი გამოუტანეს მკვლელობისთვის, რაც 2014 წელს, მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისის უკრაინის ცაში ჩამოგდების საქმეში მათი როლით გამოიხატებოდა. სამ პირს უვადო პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

სასამართლომ საქმის მეოთხე ფიგურანტი გაამართლა.

MH17 სამგზავრო ავიარეისი იყო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 298 მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა.

თავმჯდომარე მოსამართლე ჰენდრიკ სტინჰაისმა თქვა: „ეჭვმიტანილებმა რაც ჩაიდინეს, რამაც ასე ბევრი მსხვერპლის და მათი ასე ბევრი ნათესავის ასეთი დიდი ტანჯვა გამოიწვია, მას ყველაზე მკაცრი სასჯელი შეესაბამება.“

როდესაც მოსამართლე განაჩენს კითხულობდა, მსხვერპლთა ფეხზე მდგარი ოჯახის წევრები ქვითინებდნენ და ცრემლებს იმშრალებდნენ.

სამ მსჯავრდებულს შორის იყვნენ რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტები იგორ გირკინი და სერგეი დუბინსკი და უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ ხარჩენკო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ სამმა პირმა დაგეგმა და ხელი შეუწყო რუსული სამხედრო „ბუკ“ სარაკეტო სისტემის უკრაინაში ტრანსპორტირებას. თვითმფრინავის ჩამოსაგდებად ის სიტემა გამოიყენეს, თუმცა ისინი არ იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ რაკეტის გაშვების ღილაკზე ხელი დააჭირა.

ისინი მართლმსაჯულებას ემალებიან და სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან. მათი ექსტრადაცია ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება.

მეოთხე ეჭვმიტანილს, რუს ოლეგ პულატოვს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა.

XS
SM
MD
LG