ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი შეფი


რესპუბლიკელი ჯეიმს კომეი თანამდებობაზე რობერტ მიულერს შეცვლის, რომელიც ბიუროს 12 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენლი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი შეფი დაამტკიცა. სენატის უდიდესმა უმრავლესობამ ახალი ხელმძღვანელის პოსტზე 93-1-ზე ჯეიმს კომეის მისცა ხმა.

ჯეიმს კომეი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. ის თანამდებობაზე რობერტ მიულერს შეცვლის, რომელიც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დღეებიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა. ერთადერთი სენატორი, რომელიც პრეზიდენტის ნომინაციის წინააღმდეგ წავიდა, იყო რესპუბლიკელი რენდ პოლი, რომელსაც კანდიდატთან უთანხმოება უპილოტო თვითმფრინავების, „დრონების“ ქვეყნის შიგნით გამოყენების საკითხებზე ჰქონდა.
XS
SM
MD
LG