ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა დრონებმა მეამბოხეები გაანადგურეს


პაკისტანის მთავრობა ოფიციალურად გმობს ამ თავდასხმებს

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა ავღანეთის საზღვრის მახლობლად თალიბანის 8 მებრძოლი გაანადგურა.ჩრდილოეთ ვაზირისტანის ქალაქ მირ ალის მახლობლად მომხდარი ამ თავდასხმის დროს ალ ყაიდას ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.

კვირას სამხრეთ ვაზირისტანში ანალოგიური თავდასხმის შედეგად თალიბთა 9 მეომარი გაანადგურეს. პაკისტანის მთავრობა ოფიციალურად გმობს ამ თავდასხმებს. მაგრამ ამ ქვეყნის დაზვერვის დახმარების გარეშე ამერიკელებისთვის შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ოპერაციების განხორციელება.
XS
SM
MD
LG