ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონებით თავდასხმებს გაერო გამოიძიებს


გამოძიება შეისწავლის 25 საჰაერი იერიშს პაკისტანში, იემენში, სომალიში, ავაღანეთსა და პალესტინის ტერიტორიაზე

გაერომ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ანტი ტერორისტული ოპერაციების გამოძიება. გამოძიება შეისწავლის 25 საჰაერო იერიშს პაკისტანში, იემენში, სომალიში, ავაღანეთსა და პალესტინის ტერიტორიაზე. გამოძიებას ასევე ევალება დაადგინოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილისა და სხეულის დაზიანებების მიზეზები და გარემოებები.

გამოძიებას უხელმძღვანელებს ბრიტანელი ადვოკატი და გაეროს სპეციალური ელჩი კონტრტერორიზმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ბენ ემერსონი.

ემერსონის განცხადებით, დრონების ტექნოლოგიები კვლავაც გამოიყენება, თუმცა აუცილებელია მათზე მკაცრი რეგულაციების დანერგვა.
XS
SM
MD
LG