ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრიმლაინერის გაფრენა


იაპონიაში ბოინგის აკუმულატორების სისტემა გააუმჯობესეს

იაპონიაში წარმატებით განხორციელადა რეაქტიული ძრავის სამგზავრო თვითმრინავის ბოინგ-787-ის დრიმლაინერის პირველი საცდელი გაფრენა, მას შემდეგ რაც აკუმულატორების პრობლემის გამო მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 50-მა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. იაპონური ავიაკომპანია აღნიშნული თვითმფრინავის აქტიური მყიდველია. თვითმფრინავის აკუმულატორის გაუმჯობესებაზე მუშაობა, იაპონიაში დაიწყო. პირველი წარმატებული ტესტური რეისი სწორედ იაპონური ავიაკომპანიის „All Nippon Airways“ მიერ განხორციელდა. კომპანია თვითმფრინავის რეგულარულ რეისებზე დაყენებამდე მის 200 გაფრენას გეგმავს.
XS
SM
MD
LG