ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საფრანგეთის საპატიო სტუმარია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში გამართული საზეიმო ღონისძიებების საპატიო სტუმარია. საფრანგეთი დღეს ბასტილიის დღეს აღნიშნავს.

პარიზში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში პრეზიდენტთან ერთად ამერიკის სამხედრო მუსიკალური ბენდები მონაწილეობდნენ. ელისეს მინდვრებზე გამართული სამხედრო აღლუმის მსვლელობისას, რომელშიც ათასობით ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობდა, საფრანგეთის დროშასთან ერთად ჰაერში ფრიალებდა შეერთებული შტატების დროშაც.

პარიზში დღეს უსაფრთოხების ზომების დასაცავად 3 500 პოლიციელი იყო მობილიზებული.

„ჩვენ ვიპოვეთ ნამდვილი მოკავშირეები და მეგობრები, ვინც ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომაც ჩვენ ვერასდროს დაგვაშორებენ ერთმანეთს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლესთან ერთად აქ ყოფნა ჩვენი მეგობრობის ნიშანია,“ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ბასტილიის დღესთან ერთად საფრანგეთი დღეს, ზღვისპირა ქალაქ ნიცაში, შარშან მომხდარი თავდასხმის წლისთავსაც აღნიშნავს. თავდასხმაზე, რომელსაც 86 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG