ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: ტერორისტები ლიკვიდირებული უნდა იქნენ


მედვედევი: ტერორისტები ლიკვიდირებული უნდა იქნენ
მედვედევი: ტერორისტები ლიკვიდირებული უნდა იქნენ

რუსეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ შურს იძიებენ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო. როგორც ცნობილია, გუშინ დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 110 მოქალაქე დაშავდა.

პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის განცხადებით, ის პირები ვინც ამ ტერაქტის უკან დგანან ლიკვიდირებული უნდა იქნენ. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი, ორგანიზატორებს სამაგიერო აუცილებალდ გადაეხდებათ.

პრეზიდენტმა მედვედევმა აეროპორტში არსებული უსაფრთხოების ზომებიც გააკრიტიკა. მან უკვე გასცა ბრძანება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნეს შემოღებული. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების მომენტი კედელზე მოძრავი ვიდეოკამერის საშუალებით არის დაფიქსირებული. სამართალდამცავი სტრუქტურები სამ ეჭვმიტანილს ეძებენ.

ასაფეთქებილ ნივთიერებებს ლურსმნებით და ჭანჭიკები ჰქონდა დამატებული დამატებითი ზიანისა და მსხვერპლის გამოსაწვევად. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა. მისი თქმით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და გამოძიება ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

XS
SM
MD
LG