ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები წარმოების გაყინვაზე ვერ შეთანხმდნენ


შეხვედრა დოჰაში, ყატარი.

ორშაბათს, მას შემდეგ რაც წამყვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით წარმოების გაყინვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ფასები დაეცა.

გლობალურ საზომად მიჩნეული ბრენტის მარკის ფასი, ორშაბათს ხუთი პროცენტით დაეცა, იგივე მოხდა ამერიკულ ნავთობთან მიმართებაშიც.

ოპეკის წევრი 18 ქვეყნის და სხვა ქვეყნების მინისტრებმა, კვირას , ყატარში შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ წარმოების ზედა ზღვრის იანვრის დონემდე მიყვანის საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი დრო სჭირდებოდათ. მას შემდეგ, რაც ბარელი ნავთობის ფასი 2014 წლის 100 დოლარიდან ამჟამინდელ 40 დოლარამდე დაეცა, ისინი სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ.

დაბალმა ფასებმა ნავთობის ექსპორტიორებს მილიარდობით დოლარის შემოსავალი დააკარგვინა და ამ სექტორზე დამოკიდებულ, უკვე მოწყვლადი ეკონომიკის ქვეყნებს ზიანი მიაყენა.

XS
SM
MD
LG