ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის ექიმს მისი ციხეში ნახვისა და გასინჯვის უფლება არ მისცეს


რუსეთის იმ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა, სადაც სასჯელს ალექსეი ნავალნი იხდის, მისი ექიმები შენობაში არ შეუშვეს. ექიმებს პოლიტიკოსის ნახვა და მისი სამედიცინო შემოწმება სურდათ, ვინაიდან ცოტა ხნის წინ, ნავალნი ციხის საავადმყოფოში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

ანასტასია ვასილევა, ნავალნის ექიმი და ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელი, 6 აპრილს, ნავალნის სანახავად მივიდა, თუმცა, ციხის ხელმძვანელობამ არც მასთან შეხვედა ისურვა და არც თავად ექიმი შეუშვა პატიმრის მოსანახულებლად.

მოგვიანებით, ექიმმა და მასთან ერთად მყოფმა, ნავალნის მხადამჭერებმა, ციხის წინ აქცია გამართეს. პოლიციამ როგორც ვასილევა, ისე მასთან მყოფი 9 ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის იყო 3 ჟურნალისტი, ერთი CNN-ის კორესპონდენტი. მოგვიანებით ექიმი და მისი თანმხლები პირები გაათავისუფლეს. თუმცა, ვასილევა ამბობს, რომ გააგრძელებს პროტესტს იქამდე, ვიდრე ნავალნის მონახულების უფლება დამოუკიდებელ ექიმებს არ მიეცემათ.

რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი სასჯელს ქვეყნის ყველაზე მკაცრი პირობების მქონე საპატიმროში, მოსკოვიდან 100 კილომტერის დაშორებით იხდის.

44 წლის ნავალნის თანამებრძოლებმა, მის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსს აქვს "ძლიერი ხველება" და 38 გრადუსი სიცხე. მასთან ერთად საპატიმროში მყოფთაგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს ტუბერკულოზის, სავარაუდო, დიაგნოზით.

ნავალნის მომხრეები და მისი თაბამებრძოლები მოითხოვენ, რომ პოლიტიკოსი მისმა ექიმმა გასინჯოს, რის უფლებასაც ამ ეტაპზე მათ არ აძლევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG