ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოავლენს თუ არა სწრაფი ტესტი ომიკრონს?


ბევრს აინტერესებს, თუ რამდენად სანდოა შინ გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტი და გამოავლენს თუ არა ის კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონს?

დიახ, ამბობენ სპეციალისტები. მაგრამ, აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა შინ გასაკეთებელი ტესტი ომიკრონზე ნაკლებად მგრძნობიარე იყოს.

ამერიკის მთავრობის რეკომენდაცია, შინ გასაკეთებელ ტესტებთან დაკავაშირებით, არ შეცვლილა. ადამიანებმა უნდა გააგრძელონ მათი გამოყენება, როცა სწრაფი შედეგი მნიშვნელოვანია.

„ძირითადად, ტესტები მაინც ავლენენ COVID-19-ს, იქნება ეს დელტა, ალფა თუ ომიკრონი“, - ამბობს ექიმი ემილი ვოლკი, პათფიზიოლოგთა ამერიკული კოლეგიის პრეზიდენტი.

ყოველი ახალი ვარიანტის გამოჩენისას, ჯანდაცვის უწყებები ამოწმებენ, მუშაობს თუ არა ახლ ვარიანტებზე სწრაფი ტესტები. FDA, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, წინასწარ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სწრაფ ტესტს შეუძლია ომიკრონის აღმოჩენა, თუმცა მის მიმართ სავარაუდოდ, ნაკლებად მგრძნობიარეა.

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ FDA-ის სურდა „სრულად გამჭვირვალე“ ყოფილიყო, როცა აცხადებდა, რომ სწრაფი ტესტები შესაძლოა შედარებით ნაკლებად მგრძნობიარე იყოს ომიკრონის შემთხვევაში, მაგრამ მათი გაკეთება კვლავ მნიშვნელოვანია.

ექიმი ვოლკი აცხადებს, რომ შინ გასაკეთებელი ტესტები, ვაქცინაციასთან ერთად, უფრო კომფორტულს ხდის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრებას.

თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, ხუთი დღის შემდეგ, სწრაფმა ტესტმა შესაძლოა კარგი მითითება მოგცეთ, გაქვთ თუ არა ვირუსი. ის ასევე დაგეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა თქვენი ცხვირის, ან ყელის ტკივილის მიზეზი კოვიდ-19.

მაგრამ, შედეგების ნახვისას, უნდა გაითვალისწინოთ კონტექსტი, თუ მაგალითად, ავად ღამის კლუბში ყოფნის შემდეგ გახდით, სადაც ინფექციების მაღალი მაჩვენებელია, შინ გაკეთებულ ტესტს მეტი სკეპტიციზმით უნდა მიუდგეთ - ამბობს ვოლკი.

სპეციალისტი ასევე აღნნიშნავს, რომ კარგი იდეაა, დავეყრდნოთ "პი-სი-არ" ტესტებს. ეს ტესტები უფრო ზუსტია და ტესტირების საჯარო ადგილებზე, ან საავადმყოფოებში ტარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG