ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში "კოვიდ" ინფიცირების სარეკორდო დონე, შესაძლო კარანტინის შიშებს აჩენს


ოთხშაბათს, სააგენტო „როიტერის“ მონაცემებმა აჩვენა, რომ იმ დროს, როცა „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი უკონტროლოდ ვრცელდება, ტესტირების ცენტრები გადატვირთულია და ბევრი სამსახურში ვერ დადის, გასული შვიდი დღის განმავლობაში, „კოვიდ-19“ ინფექციების რაოდენობამ სარეკორდო სიმაღლეს მიაღწია.

22-28 დეკემბერს, მსოფლიოში, დღეში საშუალოდ 900 ათასი შემთხვევა აღირიცხა. ბევრი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ავსტრალია და ბევრი ევროპული ქვეყანა იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფექციების ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებლები აღინიშნება.

კვლევების მინიშნების მიუხედავად, რომ „ომიკრონი“ მის წინამორბედებთან შედარებით ნაკლებად მომაკვდინებელია, ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა ამ ვირუსის ტესტზე დადებით შედეგს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საავადმყოფოები მალე გადაიტვირთება, ბიზნესებს კი მუშაობა გაუჭირდებათ, რადგან ბევრი თანამშრომელი კარანტინში აღმოჩნდება.

სამშაბათს, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იტალიამ ესპანეთმა, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ ინფექციის ახალი შემთხვევების სარეკორდო რაოდენობა აღრიცხეს, შეერთებულ შტატებში კი ინფიცირების საშუალო დღიურმა რიცხვმა 258,312 შეადგინა. წინა პიკი 250,141 ათასი შემთხვევა იყო, რაც ამ წლის იანვრის დასაწყისში გამოვლინდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG