ბოსტონის მარათონის აფეთქებებისთვის გასამართლებულმა ჯოხარ ცარნაევმა ოფიციალური საბრალდებო დასკვნის გამოცხადებამდე ბოდიში მოიხადა.
ბოსტონის ფედერალური სასამართლოს დარბაზში 21 წლის ჩეჩენმა ემიგრანტმა აღიარა, რომ ძმასთან ერთად, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა, დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული თავდასხმა ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან. 2013 წლის 15 აპრილს აფეთქებამ 3 ადამინის სიცოცხლე იმსხვეპლა, დაიჭრა 264, აქედან 17 მძიმედ.
„ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე, ვინც სიცოცხლეს გამოვასალმე, იმ ტკივილისთვის რაც მოგაყენეთ, იმ ზიანისთვის, რომლის გამოსწორებაც აღარ შეიძლება,“ თქვა პროცესზე ცარნაევმა.
მიუხედავად ცარნაევის მიერ გამოთქმული სინანულისა, მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. დასკვნით სიტყვაში მოსამართლე ჯორჯ ოტულმა აღნიშნა, რომ არავის ემახსოვრება ის თუ როგორი ადამიანი იყო ბრალდებული აფეთქებამდე, არამედ ემახსოვრებათ ის, თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლა და რამდენი დაასახიჩრა მან.