ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დახმარების პაკეტების მიუხედავად, ავიახაზები თანამშრომლებს ამცირებენ


ავიახაზების მფლობელმა კომპანიებმა არაერთი დახმარება მიიღეს, თუმცა როგორც ჩანს, კორონავირუსით მიყენებული ზიანი მათთვის იმდენად დიდია, რომ ამ დახმარების მიუხედავად, ისინი თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავენ. ავიაინდუსტრია, შესაძლოა კოვიდ-19-ის შემდგომ სამყაროში გაცილებით უფრო შემცირებული იყოს, ვიდრე - აქამდე.

ავიახაზები "ამერიქან" და "უნაითედ" მენეჯმენტისა და დამხმარე სტაფის 30 %-ით შემცირებას გეგმავენ. ავიახაზები "დელტა" აცხადებს, რომ ისინი გააფართოვებენ პენსიაზე ადრეული გასვლის პროცესს, იმისთვის, რომ შემოდგომაზე შემცირება ნაკლებად მოხდეს.

"მართალია რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით უფრო პატარა "დელტას", მაგრამ ესაა ახლა ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ", - ამბობს "დელტას" აღმასრულებელი დირექტორი ედ ბასტიანი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

ქლიფ უინსტონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ამბობს, რომ ამგვარი ქმედებები გასაკვირი არ არის. "უნდა გვახსოვდეს, რომ ავიახაზების საქმე ისაა, რომ საკუთარი რესურსები ეფექტურად გამოიყენონ. თუკი, ისინი აღარ ასრულებენ იმავე რეისებს, რომლებსაც მანამდე, ცხადია, ამ დაფარვას შეამცირებენ. ამასთან, მათ სერვისზე მოთხოვნა ახლა დრამატულად დაბალია, ასე რომ, მათ ბევრად ნაკლები თანამშრომელი სჭირდებათ", - ამბობს უინსტონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG