დაღესტანის ქალაქ დერბენტში სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, როცა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოთხი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, ციხე-სიმაგრეში მყოფ ტურისტებს ვინაობადაუდგენელმა პირებმა ახლომდებარე ტყიდანცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.