ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში


დოკუმენტი მთელ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას აფასებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილ ანგარიშს წარადგენს, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას აფასებს. მედიასთან მიმდინარე ბრიფინგს საერთაშორისო რელიგიების საკითხებში საგანგებო ელჩი, სიუზან ჯონსონ კუკი უძღვება.

ყოველწლიური ანგარიში მოიცავს მონაცემთა ბაზას, რომელშიც აღწერილია, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოს ქვეყნებში სარწმუნოებრივი თავისუფლებების მხრივ და რამდენად იცავს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა ადამიანის, თუ ჯგუფისთვის მინიჭებულ რელიგიის თავისუფლების უფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რელიგიის და რწმენის თავისუფლების 1998 წლის ოსლოს დეკლარაციის დაცვით არის შედგენილი.
XS
SM
MD
LG