ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრანტები ჰონგ-კონგის ქუჩებში ისევ გამოვიდნენ


ათასობით შავებში ჩაცმული სტუდენტი გამოვიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში. მათი მოთხოვნაა ექსტრადიციის შესახებ, სადავო კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის ლიდერის კერი ლამის გადაყენებასაც ითხოვენ. სამშაბათს, ლამმა პოლიტიკური კრიზისის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა.

ახალგაზრდები ასევე მოითხოვდნენ 12 ივნისის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მოქალეების განთავისუფლებას და მათთვის წაყენებული ბრალის მოხსნას. ასევე - პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას. მთავრობა ამ მოთხოვნებს ჯერ არ გამოხმაურებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG